რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მამუკა წერეთლის 53 წლის ყოფილი ცოლის, ელენა წერეთლისა და მათი 19 წლის ქალიშვილის, დარიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს.
3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე სახლის აივანზე წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. ბინიდან ასევე იარაღების საცავი და საბრძოლო აღჭურვილობა ამოიღეს. მოგვიანებით, პოლიციამ გოგიაშვილის ავტოფარეხი გაჩხრიკა, სადაც წერეთლის შვილის ცხედარიც იპოვეს.
რუსული მედიის მიხედვით, გოგიაშვილი და წერეთელი პარტნიორები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ.
TASS სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ გოგიაშვილმა დანაშაული აღიარა – მან თავდაპირველად ავტოფარეხში დარია მოკლა, შემდგომ კი – დედამისი.


















