რუსეთის ფედერაციამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი დროებით აკრძალა. ბიზნესმენ მამუკა ფიფიას განცხადებით, რუსული მხარე ე.წ. შავი სიის გაფართოებას გეგმავს და შეზღუდვები სხვა ქართულ კომპანიებსაც შეეხება.
ინფორმაციას რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მამუკა ფიფიას თქმით, ამ ეტაპზე სანქცირებულთა სიაში შვიდი ქართული კომპანია ფიქსირდება, თუმცა მოსალოდნელია შეზღუდვების მომდევნო ეტაპებიც:
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ჯერ კიდევ 13 ივლისს განვაცხადე, რომ არის წითელი სია და, სამწუხაროდ, უკვე ამ წითელი სიიდან 7 კომპანია დასანქცირებულია. იქნება კიდევ მეორე და მესამე ტალღა და, სამწუხაროდ, ამ სიას კიდევ დაემატა სხვა კომპანიები“, — აცხადებს მამუკა ფიფია ტვ პირველთან.















