პრორუსულმა პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის პუტინს საქართველოსთვის რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისთვის მიმართა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო RIA Novosti ავრცელებს სათაურით “სრულად გააუქმეთ – საქართველო პუტინს მიუბრუნდა”.
“ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მოგმართავთ თხოვნით, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის”. – თქვა პრორუსული პარტიის ლიდერმა და ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ პუტინისადმი მიმართვაში.
ფიფიამ პუტინს ამნისტიის გამოცხადებაც სთხოვა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამდე რუსეთში დარჩენის წესები დაარღვიეს და დეპორტირდნენ.
პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მამუკა ფიფია პუტინს საქართველოსთვის რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისთვის მიმართა.
ინფორმაციისათვის,მამაუკა ფიფია, კანონიერი ქურდის თამაზ ფიფიას შვილი და მოსკოვში რესტორან “გენაცვალეს” ქსელის მფლობელის ვახტანგ შონიას სიძეა.