14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მამუკა ფიფია: საქართველოში ევროპული პროექტი ჩავარდა — დროა პრემიერმა სიმართლე თქვას

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი და პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ საქართველოში ევროპული პროექტი საბოლოოდ ჩავარდა.

მისი თქმით, დასავლური ფასეულობები ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიმართლე პირდაპირ უნდა უთხრას მოსახლეობას.

„საქართველოში ევროპული პროექტი საბოლოოდ ჩავარდა. დროა პრემიერ-მინისტრმა სიმართლე პირდაპირ უთხრას ქართველ ხალხს. ჩვენთვის მიუღებელია დასავლური ფასეულობები, მათთვის კი ჩვენი ტრადიციები“, — აცხადებს მამუკა ფიფია.

ამასთან, ფიფია გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის ეთანხმება კობახიძეს იმაში, რომ ტრაქტატმა ქართული სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა გადაარჩინა, თუმცა არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ მიმავალ გზას წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა: გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება დასტურია, რომ მოკავშირეები ჩვენი ინტერესების დასაცავად მზად არიან
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში ბახმაროში ხრამში გადავარდნილი ავტომობილის ვიდეო ვრცელდება