მამუკა ნაცვლიშვილი გახარიაზე: ,,ძალიან გულისხმიერი კაცი ყოფილა“.

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.

„ბატონმა მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ გაერკვევა სიტუაციაში. მე, რომ გითხრათ, ძალიან მჯერა. სხვათაშორის ძალიან გულისხმიერი კაცი ყოფილა და გულდასმით გამიღო გული, მომისმინა ‘’- განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ნაცვლიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მამა პროტესტსს იმ ფაქტისადმი გამოხატავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა პოლიციის თანამშრომელია და ნაცვლიშვილის მოთხოვნაა მსჯავრდებულის მამამ სასამართლო პროცესის დასრულებასა და მსჯავრის გამოტანამდე დატოვოს სამსახური.

„ …. დააკვირდით, მეტროში თანამშრომელს, გიყურებთ ჯიბეში რა გიდევთ. დანა თუ გიდევთ, დაგაჯარიმებთ დანაზე. მას კი არ აქვს მას მორალური უფლება, რომ ის ვიღაცა დააჯარიმოს დანაზე, იმიტომ, რომ მისმა შვილმა იხმარა 25 სანტიმეტრიანი დანა. „- ამბობს ნაცვლიშვილი ბრალდებულის მამაზე.

მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა და თანხმება იმავე დღეს მიიღო. დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი მოკლული გოგონას მამას შეხვდა და მისი უკმაყოფილების შესახებ პირადად მოისმინა.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის დეტალებსაც ყვება
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი – ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ ჩანაწერების გაკეთებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა