მამუკა ხაზარაძე: მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების

დღეს, არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ, მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

აღნიშნულით ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ. საზღვრიდან 4 კილომეტრშია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რისკების პარალელურად – „ანაკლიის პორტი შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავლის პოვნა ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ის, რითიც შეგვიძლია, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწიყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი „-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ისეა წარმოჩენილი, თითქოს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს