მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს.

რაც შეეხება კადრების შერჩევას, როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კადრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო იღებს.

„შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული შეხვედრები გაიმართოს, გარკვეული რეკომენდაცია გაუწიოს დატრენინგებულ პირს, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო ღებულობს. ქალბატონი მაია არის პროფესიონალი, კარგი კადრი და წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ყოველმხრივ ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. დღეს ის მონაწილეობას იღებს პარტიის საქმიანობაში, გადამზადება-ტრენინგებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულიად დისკრედიტებულია
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის