მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ექსპრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.

მდინარაძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ამ საკითხზე „ნუ ინერვიულებენ“.

„მისი საუბრიდან, განცხადებებიდან გამომდინარე, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის. დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ. ერთადერთი მინიშნება იყო მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან თქვა, რომ შესაძლოა, მის მიმართ შანტაჟზე, ალბათ, ასე ივარაუდებოდა, ზუსტად არ მახსოვს და არც იყო დეტალურად განმარტებული, შესაძლებელია გამოვიდეს. სხვა თემებზე არ მგონია იმიტომ, რომ ამის შესახებ მან ბოლო განცხადებებში თავად ისაუბრა. აქედან გამომდინარე, თქვენი შფოთვა იმასთან დაკავშირებით, დაბრუნდება პოლიტიკაში თუ არა, შემიშლია დაგამშვიდოთ, რომ ამის საფუძველი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევის ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს – ბრიტანეთი
შემდეგი სტატიაბესელია “ოცნებიდან” იმიტომ წავიდა, რომ შავი ფული ვერ აკეთა – კობახიძე