მამუკა მდინარაძემ და გედევან ფოფხაძემ “ოცნების” ოფისთან დაზარალებულ მენაბრეებს აქციის გამართვა მოსთხოვეს – ელისო კილაძე

„ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის დროს პროვოკაციებს ელის. ამის შესახებ განცხადება ელისო კილაძემ „კურიერთან“ საუბრის დროს გააკეთა.

შვილმოკლული მამები და მათი მხარდამჭერები “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყო. ელისო კილაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციის გამართვა სთხოვა.

„აქციის დაწყების წინ მე მომაწოდეს დახურული ჯგუფის მიმოწერა, ეს არის საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების დახურული ჯგუფი, აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ მათ ესაუბრათ მამუკა მდინარაძე ნახევარი საათის განმავლობაში, მოსთხოვა, რომ 14:00 საათზე აუცილებლად იყვნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე და უნდა იყვნენ ძალიან ბევრნი და აქციის მეორე ორგანიზატორი წერს, რომ ის ესაუბრა გედევან ფოფხაძეს და აქციაზე მოუყვება ამ ადამიანებს, რაზე ისაუბრეს. მე მაქვს ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს დაზარალებული მეანაბრეების ხმების სანაცვლოდ მერაბ ფერაძეს ჰპირდებიან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას უზენაეს სასამართლოში,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ისინი „ოცნების“ ოფისთან მშვიდობიან აქციას გამართავენ და სოსო გოგაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

კილაძე მიმართავს, მდინარაძეს და ფოფხაძეს, რომ თავი შეიკავონ ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებისკენ.

„ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს, რომ საყვირების აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან ამ ერთი კვირის განმავლობაში ორგანიზებას მისივე გუნდის წევრები, მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე უწევდნენ,“ – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: ისე, გულზე ხელი დავიდოთ და ყველამ ვთქვათ, ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდით …
შემდეგი სტატიაიოსებ გოგაშვილი არის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი