მამუკა მდინარაძე: „ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2020 16:14

მამუკა მდინარაძე: „ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელისუფლო გუნდსა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებასთან ჯანსაღი კრიტიკის და დისკუსიის რეჟიმში იყოს, საზოგადოებას გამოგონილ და ტყუილ ამბებს სთავაზობს.

„მათ დროებითი პრობლემების შესახებ საუბრის ინტერესი არ გააჩნიათ. იმიტომ რომ უნდა მოიგონონ რაღაც დიდი ტყუილი, გაცილებით მძაფრი და ამ ტყუილით იბრძოლონ. ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი!

ეს არის რეალობა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ყველაფერს კარგად გაიგებს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა სცადოს რომელიღაცა პარტიამ სამწუხაროდ, ისევ მეორე ადგილს რომ ინარჩუნებს ქართულ რეალობაში თავისი სატელიტების მეშვეობით, ატყუონ საზოგადოება, ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი გაკეთებული საქმით საზოგადოებასთან ჩვენ სათქმელს მივიტანთ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ჭორებით მუშაობენ – რადგან ჩვენმა მეგობარმა, ამერიკელმა კონგრესმენმა გაგვაკრიტიკა ე.ი. მას სიმპათიები სხვა ძალის მიმართ გაუჩნდა. როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ან მისი რომელიმე სატელიტის მიმართ, პრორუსული, საქმით რუსული სატელიტის მიმართ გაუჩნდეს ამერიკელ რომელიმე კონგრესმენს სიმპათია და ეს არ აღვიქვათ მეგობრულ კრიტიკად? როგორ შეიძლება მათი მობრუნება თანამედროვე სამყაროში ვინმეს უნდოდეს, ვინც ზუსტად იცის მათი სასტიკი საქმეების შესახებ, მათი სასამართლოს და პროკურატურის შესახებ და დღეს, აქეთ ბედავენ კრიტიკას. სამწუხაროდ, ეს არის დემოკრატიის ფასი და ჩვენ ეს ფასი უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ამ ფასს ვიხდით და მე მესმის თითოეული თქვენგანის პირადი ემოცია. ნაციონალური მოძრაობა სირცხვილის კორიდორს რომ მოგიწყობს იქ ძალიან კარგად მესმის თითოეული თქვენგანის პირადი ემოცია და ძალიან კარგად ესმის საქართველოს ობიექტურად მოფიქრალ თითოეულ ადამიანს და ჩვენს ამომრჩეველს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც ჩვენს მომავალში უნდა გადავიხადოთ“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2020 16:14