14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევrს, თითოეულ ლიდერს ბატონი ბიძიან ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე,“ – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე “ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს”.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” დააჯარიმა
შემდეგი სტატია“ანტიანექსიური პლატფორმა — არა ოკუპაციას!” — საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა