20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მამუკა მდინარაძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა

მამუკა მდინარაძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ “ქართული ოცნების” შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

“მე რომ ახლა გიპასუხოთ, რომ ჩალის ფასიაო, ხომ გახსოვთ ასეთი ინტერვიუები ჩვენი, მათ შორის? ვიღაცები ამას საკრიტიკოდ გახდიან. არადა 10 რეზოლუცია ვნახეთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა თქვენ თავად უწყით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით”, -თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ქართული ოცნების” შესახებ რეზოლუცია მიიღო

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე აქციების დროს დაკავებულების შეწყალებაზე: ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი