მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
დოკუმენტს კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.















