მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო კომისია ყველა ვარიანტში საკანონმდებლო ფორმატში უნდა შექმნილიყო

იქიდან გამომდინარე, რომ არ ყოფილიყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო კომისიას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თემის კომენტირებისას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობის საკითხი, კანონის ინიცირებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა საკანონმდებლო ხარვეზადაც ჩათვლილიყო.

„რაც შეეხება პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობის საკითხს, მე თვითონაც და ძალიან ბევრი ჩვენი წარმომადგენელი ამბობდა, რომ კანონის ინიცირებიდან გამომდინარე შეიძლებოდა საკანონმდებლო ხარვეზადაც კი ჩათვლილიყო, რადგან დღეის მდგომარეობით საკანონმდებლო ინიცირების უფლება აქვს 76 დეპუტატს, შესაბამისად ეს კომისია უნდა შექმნილიყო ყველა ვარიანტში საკანონმდებლო ფორმატში“, – განაცხადა მამუკა მდინარეძემ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეძლებენ