მამუკა მდინარაძე “სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი” ხდება

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის” წოდება მიანიჭა.

“„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5° მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 2¹ პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტს, მამუკა მდიწარაძეს მიეწიჭოს მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი“, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან.” – ნათქვამია ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადირაძე-საკანი 38
შემდეგი სტატიარუსთაველი რამდენჯერმე გადაიკეტა, საბოლოოდ კი პოლიციამ საავტომობილო მოძრაობა აღადგინა