15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს.

შესაბამისი ცვლილებები “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი იქნება.

კობახიძემ სამთავრობო ცვლილებები 21 აპრილს დააანონსა. სუს-ის უფროსის პოსტზე მდინარაძე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჩაანაცვლა. შს მინისტრად აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. აჭარის მთავრობას კი ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პრიმორსკის პორტის გამტარუნარიანობა შემცირდა 13%-ით,  ნოვოროსიისკის -38%-ით,  ხოლო უსტ-ლუგასი – 43%-ით
შემდეგი სტატია“ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს და მასობრივად აჯარიმებენ” – შალვა ნათელაშვილი