მამუკა მდინარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არსებულ უზუსტობებს არასამთავრობოებს უკავშირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმაურება. საუბარია ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ დოკუმენტში არარეალური საკითხები მოხვდა. მდინარაძე არასწორი ინფორმაციის წყაროდ არასამთავრობო ოგრანიზაციებს ასახელებს. რადგან როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, დეპარტამენტი ან ხელისუფლების ან არასამთავრობო სექტორის მიერ მიწვდილ ინფორმაციას ეყრდნობა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ისეთ საკითხები, რაც რეალობას არ შეესაბამება. მათ შორის ის საკითხები, რაზეც თქვენ მეკითხებით და შემდეგ გრძელდება, რომ მარიხუანის კულტივაცია მოხდა საქართველოსი, რაც არის უზუსტობა, რაც არის ტყუილი და წყარო მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს დეპარტამენტის ანგარიშის, ორი მიმართულებიდან, ერთი, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება და მეორე – ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო სექტორი. დარწმუნებულები ვართ ალბათ, რომ ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის წყარო და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები იმ ადამიანებმა, იმ ორგანიზაციებმა, ვინც ასეთი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია ე.წ. გლდანის ციხის თანამშრომელი
შემდეგი სტატიადაპირისპირება პარლამენტში – სოფიო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტვიერად დაუპირისპირდნენ