მამუკა მდინარაძე: საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ამ წუთის მდგომარეობით ვხედავთ, რომ საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ დამკვირვებელს ,არასმთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებიც მიუხედავად ბევრ უბანზე დაგეგმილი პროვოკაციისა , რაც ნათლად ჩანს ,კარგად ართმევენ თავს მოვალეობას და დროულად აღკვეთეს ყველა პროვოკაციული მოქმედებას, რაც ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან იყო ინსპირირებული .

ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, კიდევ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. უფრო მაღლი აქტიურობის შემთხვევაში არის დიდი შანსი, ყველა ოლქში ,რომ არჩევნები პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატების გამარჯვებით დასრულდეს.

კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების დიდი გამოცდილება და დღევანდელი დღეც ამას დაადასტურებს.

ჩვენმა ოპონენტებმ ყველაფერი სცადეს, დაწყებული ე.წ. ჯილდოების დაწესებიდან, რომელიც დაბრალებისთვის იყო პრაქტიკულად, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და აღიქვა, ისე გაგრძელებული სხვადასხვა სპეკულაციებით, სხვადასხვა დაბრალებებით და ასევე გაგრძელებული სიების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმურად გავრცელება ინფორმაციის, კიდევ უფრო სწორად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენს კოორდინატორებს, ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველა მონაცემი, გარდა პირადი მონაცემისა.

მათ ყველა მონაცემი ჰქონდათ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და პირადი მონაცემები იმ სიებში, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ, ნამდვილად არ იყო, ეს ნახა თითოეულმა ჟურნალისტმა მათ შორის მათ, რომელიც აშუქებს მოვლენებს საარჩევნო უბნებიდან.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო დღე დამთავრდეს რეალურად ისე, რომ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იყოს და არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას.

კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ამომრჩევლებს, მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს და პირველივე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება დღეს, 20:00 საათის შემდეგ-აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიარ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს
შემდეგი სტატია17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა, 2016 და 2018 წლის არჩევნებთან შედარებით დაბალია – ცესკო