მამუკა მდინარაძე: სადაც სიმართლეა, იქ არის გამარჯვება

„შეამჩნევდით, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბევრჯერ ახსენეს ტერმინი – ღირებულებათა ომი, ბრძოლა ღირებულებების გამო. ეს შემთხვევითი არაა გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ერთ მხარეს დგას სიმართლე, სიკეთე, განვითარებაზე ზრუნვა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, საკუთარი სამშობლო, დედა ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, შეუძლებელია ამ მხარემ სადმე რამე წააგოს, ეს იქნება „ქართული ოცნება“თუ სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მხარეს დგას და ამ ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული, ყოველთვის გაიმარჯვებას და მომავალშიც, ამ ქვეყანაში ყოველთვის უნდა გაიმარჯვონ პოლიტიკურმა ძალებმა, ადამიანებმა, რომლებიც ამ ღირებულებების გარშემო შეიკრიბება. ამ ქვეყანაში ვერადროს გაიმარჯვებს სიცრუე, ძალადობა, წარსული, სიბნელე, ადამიანების მოტყუება, ადამიანებზე ძალადობა, მორალური ტერორი. დღეს არ დარჩენილა ამ ქვეყანაში ოჯახი, სანათესაო, საიდანაც ერთი ადამიანი მაინც არ ყოფილყო. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ამ ღირებულებების ერთობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მომავალი თაობა, განვითარებაზე ზრუნვა და სიმართლე, რაც ყველაზე მთავარია. სადაც სიმართლეა, იქ არის გამარჯვება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მიერ გამართული აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

banner
წინა სტატიაშიალასანია: მე ჩემს შვილთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ შუაში გვაქვს ფანჯარა
შემდეგი სტატიაკალაძე: 9 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქართველი ხალხის ერთობამ შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება.