მამუკა მდინარაძე – საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა – რა უნდათ საარჩევნო უბანზე კოორდინატორს? – ამაში არანაირი დარღვევა არ არის

ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში კორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი ამომრჩევლი მივიდა და რამდენია ჩვენი მხარდამჭერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი ყველა წესს იცავენ, რომელიც კანონით არის დადგენილი.

„საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა – რა უნდათ საარჩევნო უბანზე კოორდინატორს? ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში მოგვაწოდონ ინფორმაცია კორდინატორებმა რამდენი ამომრჩევლი მივიდა და მათი ინფორმაციით რამდენია ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ როცა თქვენ გეუბნებით, რომ ჩვენი მხარდაჭერა მაღალია, ვიმარჯვებთ და ა.შ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბნებით. ამიტომ ამაში არც კანონისმიერი, თუნდაც მორალური და არანაირი დარღვევა არ არის. მთავარია, რაიმე ფორმის ზემოქმედება არ განხორციელოს კოორდინატორმა თუ უბნის შორიახლოს მდგომმა პირმა ამომრჩეველზე. დარღვევა არ ფიქსირდება იმაში, რომ მხარდამჭერთა რაოდენობას აღრიცხავენ,”- განაცხადა მდინარაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – ვხედავთ, რომ საბურთალომ ზურგი აქცია ამ სამარცხვინო არჩევნებს
შემდეგი სტატიასუს-ი – სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს