მამუკა მდინარაძე – რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს

რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვას გამოეხმაურა.

„ბოლო სამი წელი რაზეც გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენ მიერ „მოგონილ“ ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – წერს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია, ის პანამას გადავეცით და უკან ვიბრუნებთ
შემდეგი სტატიაუილსონი: დიქტატორად ქცეული ივანიშვილი ქვეყანას ჩინეთისა და ირანის რეჟიმზე ყიდის, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს