მამუკა მდინარაძე : ქვეყნის პრეზიდენტმა ყველა სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს

საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რითაც შეგვიძლია თავისუფლად ვიამაყოთ, ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები.

„საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რითაც შეგვიძლია თავისუფლად ვიამაყოთ, ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ადამიანები მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგალითად ავღანეთში. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. შეიძლება, სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები. ირაკლი ღარიბაშვილს ვეთანხმები, რომ ასეთი განცხადებები მიუღებელია. ყველა ასეთ განცხადებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატია“ქვეყნის მტერი” – “შეცვალეს” წევრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან ლაქების მოსაშორებელი ხსნარით მივიდნენ