“ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიციირებული… ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამის უფლებაც ავიღე გუნდის იმ ორი ლიდერის, ბატონი ბიძინასა და ბატონი ირაკლის მხრიდან. არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო ვთქვათ ჩემი პოზიცია ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და დამთანხმდნენ საბოლო ჯამში. მე მადლიერი ვარ ამის,_ თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე, სადაც გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.














