მამუკა მდინარაძე: პლებისციტი არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდეს იურიდიულადაც აბსურდულია

„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის ის დეტალები, რაზეც ჩვენ სიღრმეებში ვკამათობთ კიდევაც, მაგრამ პრინციპში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც ვთანხმდებით და აქ გარკვეულ პროპორციებზე ვსაუბრობთ, მაჟორიტარული ნაწილის საუარესოდ და ამაზე კი ბატონო, მივყვებით და დეტალებზეც შევთანხმდებით. რაც შეეხება პლებისციტს, მაგაზე შემიძლია გითხრათ, რომ როგორი აბსურდია იცით, მე რომ შევუბრუნო და ვუთხრა, რომ მოდი, პლებისციტი ჩავატაროთ იმასთან დაკავშირებით, თავად ეს პლებისციტი არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდეს თუ არა. იურიდიულადაც აბსურდულია, პოლიტიკურადაც ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს და ისეთ საკითხებს აყენებენ, რაც თვითონ არჩევნების ლეგიტიმურობასთან არის დაკავშირებული და ეს პოლიტიკური მესიჯი უნდა დაალაგონ.

შეუძლებელია, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში, ახალ არჩევნებს, ამ დროს პლებისციტზე ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ახალ არჩევნებს იმ პირობებში, თუ მათ კომისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას და იქ რაღაცას ნახავენ, ელემენტალურ მტკიცებულებას, რომ ერთპროცენტიანი გადახრა იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენ ვთქვით, რომ ამასთნ დაკავშირებითაც სასაუბროდ მზად ვართ. იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი, წინა შემთხვევაში ვლაპარაკობ, ფასილიტატორების თანდასწრებითაც, ნულიდან სამ პროცენტამდე ვერსიის განხილვის, კი ბატონო, ვიპალარაკოთ ამ თემაზეც ოღონდ, არა იმაზე, რაც სიმართლიდან და რეალური არგუმენტებიდან არ გამომდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ელისაშვილ-იოსელიანზე: პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ
შემდეგი სტატია” დღეიდან ბიზნესს შეეძლება თანამშრომლები კორონავირუსზე უფასოდ გატესტოს”