მამუკა მდინარაძე “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერზე: ეს არის რუსული დაკვეთა

“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე “რუსულ დაკვეთას” უწოდებს “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაში გუშინ, 29 აგვისტოს გამოჩნდა. მდინარაძის პოზიციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“წარმოუდგენელია, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს – ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისინი ასრულებენ”, – თქვა მდინარაძემ.

ჭარაში განთავსებული პარტიის ბანერები პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “პატრიოტთა ალიანსი” აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ “თურქეთიც ოკუპანტია”. ირმა ინაშვილმა 29 აგვისტოსაც აღნიშნა, რომ “აჭარაში თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ პროცესზე არ რეაგირებს.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ოთხი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება