მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა

ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა, მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. თავად გრიგოლ ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციის გზავნილი კონსტრუქციულობაა, მმართველი გუნდიც სწორედ ამაზე საუბრობს.

„ოპოზიციაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. ჯერ ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს. მითხრეს, რომ ნიკა გვარამიას ციტირებამ დაასწრო გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. ანუ, ჯერ გვარამიამ გააკეთა განცხადება და შემდეგ გამოქვეყნდა ვაშაძის განცხადება. რა ხდება არ ვიცი, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან. თუ მათი გზავნილი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ვფიქრობ, კონსტრუქციულობაზე პრობლემები არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ ვერ არკვევენ იმას, რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, თუ დესტრუქციულ გზას მიმართონ, სჯობს, ჯერ ჩამოყალიბდნენ და ჩვენი რეაქცია იქნება. ზოგადად, კონსტრუქციულობას არავინ ეწინააღმდეგება, რადგან ეს პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიციაც არის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა და პარლამენტში შემოვა თუ არა, შეიძლება ამის ბევრი დადებითიც ვიპოვოთ და ბევრი უარყოფითიც. „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია იმით, როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას. მათგან საგნობრივი კამათი არ გვინახავს, მხოლოდ რადიკალური ზომებია პარლამენტში მიღებული. ყოველთვის არეულობის სცენარს გვთავაზობენ. დადებითია, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ დასავლელ პარტნიორებთან დემოკრატიის მიმართულებით. პარლამენტში რაც უფრო მეტი პარტია იქნება, უკეთესია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე”
შემდეგი სტატია“ოპოზიური პარტიები მათ განცხადებებს ვერ ფუთავენ ისე, როგორც აწყობთ”