მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა პროცესი ჩიხში თავად შეიყვანეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის კრიზისი და იმ პარტიებში, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს აყვნენ, ისინი გახდნენ გაცვეთილი, მეორადი „კმარელების“ გეგმის თანაზიარები – ეს მათიპოლიტიკური რისკი იყო და ხედავთ, რომ ეს გზა მიდის მათი გაკოტრებისკენ“,- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ოპონენტების მიერ შემოთავაზებული გერმანული მოდელი შეაფასა.

„შეიძლება, ხელისუფლებას ყველაფერი იდეალური არ აქვს, მაგრამ მეორე მხარეა – თუ თავისი სახელი არ დაერქვა ყველაფერს, ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ ანალიზს აკეთებს. ეს ანალიზი მერე აისახება არჩევნების შედეგებში, ეს მოხდება 2020 წელსაც, სადაც, პირობას გაძლევთ, რომ ისინი იქნებიან აბსოლუტურად გაკონტრებულები და რა რეიტინგიც ჰქონდათ, ისიც არ ექნებათ ამ ყველაფრის ფონზე, იმიტომ, რომ ისინი, მაგალითად, ატყუებენ საზოგადოებას, რომ გერმანული მოდელი არის ქართული მოქმედი კონსტიტუციის შესატყვისი და შესაბამისი. თუ დააკვირდით, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ისინი ნელნელა ცდილობდნენ ახალ მესიჯზე გადასვლას – არა გერმანული, არამედ, გერმანულის მსგავსი. იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ მაგალითად, გერმანიაში თუ არის 656 ადამიანი პარლამენტში, თუ მაჟორიტარებმა მოიპოვეს მეტი ხმები, თუ პერსონიფიცირება მოხდა მეტი ადამიანის, გაიზარდოს და იყოს 700 პარლამენტის წევრთა რაოდენობა, ე.ი. აქ უკვე ძალიან აშკარაა, ვერ მოატყუებენ მარტივად საზოგადოებას. აქ ჰგონიათ, რომ დანარჩენს მოატყუებენ, მაგრამ ამას ვერ მოატყუებენ, და ეს იმდენად აშკარა და მკაფიო ტყუილია, რომ მოდი, ნუ ვიტყვით მთლად გერმანულსო და „გადაიპარნენ“ ახლა გერმანულის მსგავსზე. არანაირი მსგავსი და არანაირი გერმანული მოდელი აქ არ გამოვა, იმიტომ კი არა, რომ ცუდია გერმანული, ან ბრიტანული, ან ამერიკული, ან ცივილიზებული სამყაროს რომელიმე ქვეყნის მოდელი, ყველა ლეგიტიმურია, მათ შორის ჩვენი, არამედ იმიტომ, რომ ელემენტარულად, არ შეესაბამება ქართულ მოქმედ კონსტიტუციას. 77 150-ს არ უდრის. ვერ დავიჯერებ ვერასდროს და არ გადავთქვამ ამას არასდროს, რომ მათ არ იციან, ვინც ამაზე საუბრობს, რომ ეს ასე არ არის, ე.ი. დასკვნა -იტყუებიან და ატყუებენ იმ ხალხს, რომელთა ნაწილი შეიძლება დგას დღეს რუსთავეელზე. დიდი ნაწილი შეიძლება, პოლიტიკური და პარტიული აქტივი იყოს, მაგრამ ხომ არის ვიღაც, ვინც გულწრფელად აპროტესტებს, დიდი პატივისცემით, მაგრამ მათ მწარედ ატყუებენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, დიალოგის რესურსი იმ პირობებში, როდესაც პროტესტის წამყვანი ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“, პრაქტიკულად არ არსებობს. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტებმა პროცესი ჩიხში თავად შეიყვანეს და სხვა გამოსავალი არ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეების პიკეტი სალობიესთან, სადაც პრეზიდენტი იმყოფება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა