მამუკა მდინარაძე-ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა, ოპოზიციის რუსულ გეგმებზე მიუთითებდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს? მოდით, ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს. იხუმრა კიდეც გენერალურმა მდივანმა ჩვენი პარტიის, რომ შესაძლებელია გერმანული მოდელის ჩამოსატანად იყოს კრემლში წასული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომ აქციებმა მოიცვას მთელი ქვეყანა, დაამხონ, მოწოდებებიც ვნახეთ ჩვენ შესაბამისი, გამოიწვიონ ქაოსი და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ნაცვლიშვილი – „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ბრძოლის სიმულაცია გრძელდება
შემდეგი სტატია“ქუთაისიდან ერთად ერთის წინააღმდეგ” – მსვლელობა დაიწყო