მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია და “რუსთავი 2” ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევა

„ეს არის ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან მიზანმიმართული ნეგატიური პიარკამპანია და ფსიქოლოგიური ტერორი, ზეწოლა კონკრეტულ ადამიანებზე,“ – ასე აფასებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ვანო ზარდიაშვილის მხრიდან, მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა. მდინარაძესა და ზარდიაშვილს შორის შეხვედრა მდინარაძის ოთახში დღეს შედგა. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ რუსთავი2-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილს ესაუბრა.

“ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, არგუმენტიც არ არსებობს, არ შეიძლება. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანს დააბრალო ის, რასაც ბუნებაში ადგილი არ აქვს, ეს არაფრით არ შეიძლება.. გუშინდელ სიუჟეტთან დაკავშირებით, რაც იყო ფსიქოლოგიური ტერორი კონკრეტული ადამიანის, პარლამენტარის, კონკრეტული მოსამართლეების, ზოგადად სისტემის წინააღმდეგ ვანოს ვესაუბრე,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს