მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ არსებობს, ამ პარტიას ფორმალური ლიდერი ჰყავს ნიკა მელია და არაფორმალურად მართავს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს, რადგან რეალურად მიხეილ სააკაშვილია „ნაცმოძრაობა“, სხვა ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს, მაშინ სხვა პარტია იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარეაშე „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერია.

ამასთან, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული დადასტურებული აქვს და ამაში ეჭვი არავის ეპარება.

„დავუდასტუროთ ამ კაცს, მიუხედავად მისი ყალბი თავმდაბლობისა, რომ მის გარეშე „ნაცმოძრაობა“ არაფერი არ არის. ის ეტყობა, ერიდება მტკიცებულების შექმნას, რომ არაფორმალური მმართველობა, რაზეც ისინი ლაპარაკობენ აბსოლუტურად უარგუმენტოდ, რეალურად „ნაცმოძრაობაშია“. სხვა ლიდერი ჰყავს ფორმალური ნიკა მელია და არაფორმალურად მართავს მიხეილ სააკაშვილი, ეს ყველამ იცის. კულისებში ამაზე არავინ კამათობს, ტელევიზიებში კამერის წინ, კი. „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესაც კი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მეორე პარტია და „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტია, თუმცა მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს. ცოტა ხნის წინა ამბობდნენ სუსტი პარლამენტიაო, ვეთანხმები იმ მიმართებით, რომ პრაქტიკულად ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, რომელიც შემოვა საგნობრივ დისკუსიაში რაიმე კონკრეტულ თემაზე, რეალურად გასაკრიტიკებელ თემებზე, ასეთი არ გვყავს. მოგონილ თემებს წევენ ჰაერში და ამ მოგონილ თემებზე გვიწევს შემდეგ პასუხის გაცემა. როდესაც რეალურ თემებზე არავინ ლაპარაკობს, ამას ოპოზიცია არ ჰქვია, ამას მტრობა ჰქვია. ჩემი აზრით, სააკაშვილის მიზანია, არაფორმალური მმართველობის შესახებ მესიჯი ჩახსნას და წარმოაჩინოს თავი ყოფილ პრეზიდენტად, რომელიც პოლიტპატიმარია. მას შევახსენებ, სიტყვა პოლიტპატიმრობა რომ თქვა, პირველი ნიშანი უდანაშაულობა უნდა იყოს. როდესაც ადამიანს დადასტურებული აქვს დანაშაული და ამაში ეჭვი არავის ეპარება, შემდეგ ყველა დანარჩენი არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს
შემდეგი სტატიამოსკოვის მთავარმა რაბინმა უარი თქვა უკრაინის ომის საჯარო მხარდაჭერაზე და დატოვა რუსეთის ფედერაცია