მამუკა მდინარაძე – “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო კანტორას

როგორც ჩანს საკონსტიტუციო სასამართლო ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი2“-ისა და კაბელების საქმის სარჩელების გამოცვლის ფაქტი, რაზეც თქვენ უკვე იცით და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი.

„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩნდება ვერსიები, რომ გიორგი პაპუაშვილი გადის კონსულტაციებს „ნაციონალურ მოძრაობასთან, ან ის ცდილობს, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე, რომ მათ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ.

„მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სხდომა განახლდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა რიოს ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენები გადასცა