მამუკა მდინარაძე: მმართველი გუნდი ისე როგორც არასდროს, არის ერთიანი

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკონომიკურ ინიციატივებთან დაკავშირებით მთავრობაში დაპირისპირებაა, მმართველი გუნდი უარყოფს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დღეს არის ერთიანი და მათ აქვთ საერთო ხედვები.

“ოპონენტები ხშირად იგონებენ თემებს, ისინი ძალიან ხშირად გვევლინებიან, როგორც ტელევიზორის პოლიტიკოსები. ისინი ცდილობენ, მოგონილ თემებზე სხვას მოსთხოვონ პასუხი. მმართველი გუნდი ისე როგორც არასდროს, არის ერთიანი, საერთო პოზიციები გვაქვს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზრაურების 10%-იან შემცირებასაც
შემდეგი სტატიაქობულეთში მოხუცმა ქალმა ნაჯახით შვილი მოკლა