მამუკა მდინარაძე მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: მსგავსი არაფერი ხდება

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მამუკა მდინარაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადასვლას არ ადასტურებს.

მდინარაძის თქმით, “მსგავსი არაფერი ხდება”.

“ყველას ძალიან ვთხოვ, ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს.

ამ დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება”,-წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძემ დაიკავოს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს”
შემდეგი სტატიამაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს