მამუკა მდინარაძე : მიხეილ სააკაშვილს 3-4 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და მაინც ამბობს, პრემიერი ვიქნებიო

მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და რაღაცებს ლაპარაკობს, 80 თეთრს დავამატებ, ჩამოვალ, ბოდიში, მძიმე დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ უნდა ჩამოვიდეო, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ქართველ მევენახეებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები არასერიოზულობით გამოირჩევა.

„ეს ხალხი სახლობანას თამაშობს, ამ კაცს 3-4 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და მე რომ პრემიერი ვიქნებიო, ამბობს. მათ ავადმყოფურ გამოვლინებებზე ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ამ ფსიქიკურ გადახრებზე სერიოზული კომენტარი უკვე შეუძლებელია. ასეთი კომენტარის გაკეთება არ მინდა ხოლმე. რას ვერჩი იმ ადამიანს, რომელიც დაავადებულია და არ მინდა, მათ შევადარო. ამ ადამიანს რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს უკვე. ამ კაცის ბოლოდროინდელი განცხადებები იმდენად არასერიოზულია, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა. მგონი, თავი უნდა დავანებოთ. გამოდის, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და რაღაცებს ლაპარაკობს 80 თეთრს დავამატებ, ჩამოვალ, ბოდიში, მძიმე დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ უნდა ჩამოვიდეო. ამ კაცზე სერიოზული კომენტარების კეთებაც არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილიმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი მევენახეებს ურჩევს, სერტიფიკატები, რომელსაც მიიღებენ შეინახონ და ოქტომბრის ბოლოს დამატებით კიდევ 80 თეთრი მიეცემათ

banner
წინა სტატიაშიბათუმში შემსვლელ-გამომსვლელებს სიცხეს გაუზომავენ
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, ფქვილით, კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით ამ არჩევნებზე მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება”