მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე მიიღო

„რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ალბათ, კი და ეს ასეც იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იყო. ერთადერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მოაფიქრდება, ილაპარაკოს ღამით დაშლის პარალელურად, პარტიის ხელმძღვანელთან კონტაქტზე,“ – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას, მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ინფორმირების გარეშე.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იქნებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 20-21 ივნისს შუაღამეს ის ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა.

banner
წინა სტატიაში“ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ეგულება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება” – ბაჩუკი ქარდავა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა რუსეთს ვასალობა დაუდასტურა, “რუსთავი 2” მკერდით უნდა დავიცვათ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებებს აფასებს