მამუკა მდინარაძე: მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები

“ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს მამუკა მდინარაძე ეხმაურება. მდინარაძე ამბობს, რომ “ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა.”

“მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ კიდევაც. მე მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ ამაში.

ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ნუ მიიღებთ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებთ, პირიქით. ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი. ოღონდ ახლა ამაზე ცალკე კამპანიას, ნუ, ააგებს ოპოზიცია. იმიტომ, რომ ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, დაიცვას კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, თუმცა გამართლება არაა,” – თქვა მდინარაძემ.

ღუდუშაური წითლიძეს-შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი-ქალა ხარ

ბერაია აქუბარდიაზე: გრძელი, ყველგან ნამყოფი ენით ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ