მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2020 20:35

მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

მნიშვნელოვანი

  • მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

სხვა სტატიები

„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა ჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კვლევის შედეგების სხვა ნაწილთან დაკავშირებით, შეიძლება, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონაცემები იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით იქნება არასწორი მონაცემები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი, ყალბ მონაცემებს დებენ და ეს ყალბი მონაცემები რეალობას და ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის განწყობას, როგორც წესი და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე არ ემთხვევა.

„ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს რეალური მონაცემები და რეალური განწყობები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2020 20:35