მამუკა მდინარაძე: კრიმინალურ ოპოზიციას ხალხი გამოუტანს განაჩენს არჩევნების გზით

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 26, 2020 10:09

მამუკა მდინარაძე: კრიმინალურ ოპოზიციას ხალხი გამოუტანს განაჩენს არჩევნების გზით

„სანამ პირველი კენჭისყრა იქნებოდა და გავრცელდა ფასილიტატორი ელჩების განცხადებები, მაშინ ვთქვი, რომ ოპოზიციას მოუწევდა მოსვლა საკონსტიტუციო ცვლილების პირველ მოსმენაზე და მხარდაჭერა იმიტომ , რომ ფასილიტატორის პოზიცია მაშინ საკმაოდ ხისტი იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა და ფასილიტატორთა მოწოდებას დაემორჩილა. მერე უკვე, ისეთი რამ ჩაიდინეს, რომ შევიდოდნენ ჩიხში. მიიჩნიეს, რომ პიარულად საზოგადოების თვალში ეს იყო დათმობა და აე გამოჩნდნენ კარგად, რადგან ამდენი თვის განმავლობაში იტყუებოდნენ,თითქოს იქ წერია, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. აბსოლუტურად საპირისპირო წერია, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. რაკი ეს ტყუილი გაამყარეს საზოგადოების გარკვეულ წრეებში, გამოუვიდათ მათი აზრით უკან დახევა და უკვე მეორე მოსმენაზე აღარ შემოვიდნენ, რამაც მათგან უკვე შექმნა კრიმინალური ოპოზიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კრიმინალურ ოპოზიციას ხალხი გამოუტანს განაჩენს არჩევნების გზით.

„თუ ისინი ირჩევენ ასეთ გეზს, რომელიც მიდის რურუას ლიდერობამდე, კრიმინალებს საბოლოო ჯამში სასამართლო სჯის და კრიმინალურ ოპოზიციას დასჯის ხალხი. ხალხს კი აქვს ერთადერთი ბერკეტი და მექანიზმი – ეს გააკეთოს არჩევნების გზით და დარწმუნებული ვარ, განაჩენიც გამოვა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა აბსურდულ მესიჯებს ახმოვანებს და ჰგონიათ, რომ მათ მესიჯებს საზოგადოება დაიჯერებს. „საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მათ გარეშეც მივიღებთ. 92 გარანტირებული ხმა ისევ გარანტრებულად გვექნება და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც მხარი დაუჭირა, არ შეიცვლის აზრს. ანუ ეს ხმები ისევ ექნება კონსტიტუციურ ცვლილებებს. თუმცა მე შევუერთდებოდი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩების მოწოდებას, რომ კიდევ უფრო ფართო კონსენსუსით მივიღოთ ეს ცვლილებები, რაც ზოგადად ქვეყნისთვის არის კარგი“,- აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნები და არჩევნების გზით წარმატებაზე ზრუნვა. რეიტინგებიდან დაწყებული და საზოგადოებრივი განწყობით გაგრძლებული, რეალობიდან გამომდინარე, ისინი არჩევნების გზით წარმატებას ვერ მიაღწევენ და აქვთ გეგმა“ ბე“ , რომ რაღაცნაირად, რაც შეიძლება მეტი არგუმენტი შექმნან იმისათვის, რომ დესტრუქციას მიმართონ.​

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 26, 2020 10:09

Google სტატისტიკა


4,198
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics