მამუკა მდინარაძე: კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თანამდებობის პირებს ურჩევს, ხანდახან, დოკუმენტებში საფუძვლიანად ჩაიხედონ.

მდინარაძე თბილისის მერიასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მერიის თანამშრომლებს ეტიკეტის სწავლებისთვის ტრენინგს ჩაუტარებენ.

„ამაზე რა უნდა გითხრათ? – კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ მსგავს დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ და ნახონ, თანხები რას ხმარდება, რათა მსგავსი საკითხები აქტუალური არ გახდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია, გულწრფელი არ ვიქნები. ბუნებრივია, ტრენინგები საჭიროა, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება საჭიროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლო: ექსპერტ ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა
შემდეგი სტატია“ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად” – “გირჩის” მარგველაშვილს, კვირიკაშვილს და კობახიძე მიმართავს