მამუკა მდინარაძე ხვალინდელ აქციაზე: შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები არ იქნება

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია ღამე ჩაატარა და ბევრი მონაწილის ილუზიის შესაქმნელად განათება გამოიყენა,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

 

„ეს რაღაც შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები და ა.შ კი არ იქნება, დღისით, მზისით ჩატარდება ყველაფერი და ყველა შეხედავს რამდენი ადამიანი მივა {აქციაზე}. ამას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველა შეხედავს რეალობაში რა მოხდება იქ და რამდენი ადამიანი იქნება ხვალ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: თუ ვინმემ გაკადრათ, რომ ფულის სანაცვლოდ წამოდით ხვალინდელ აქციაზეო, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე შემოვარდნენ: “ფრონტერას” დირექტორი წერს, რომ საბადოზე ეკონომიკის სამინისტრო შევიდა