მამუკა მდინარაძე : კბილებით გვიწევს იმ კარგი ცვლილებების გატანა, რაც აუცილებელი იყო, რადგან დაგვხვდა ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია

კბილებით გვიწევს იმ კარგი ცვლილებების გატანა, რაც აუცილებელი იყო, რადგან დაგვხვდა ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ფილარმონიაში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა ჩაიშალა.

მდინარაძემ შეკრებილებს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, პროცესი გაგრძელდება და მისივე თქმით, ქვეყანა ევროპული ტიპის დემოკრატიას მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კბილებით გვიწევს იმ კარგი ცვლილებების გატანა, რაც აუცილებელი იყო, რაც იყო საჭირო, რადგან დაგვხვდა ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია. ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და მივიღებთ პროგრესულ, წინმავალ, ევროპული ტიპის დემოკრატიას“,- განაცხადა მდინარაძემ.

კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფის შეძახილების გამო, სხდომის დაწყება ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად, „აუდიტორია 115“-ის წევრები სკანდირებდნენ „კონსტიტუცია ხალხს“. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს სიტყვის გამოსვლის საშუალება მისცა.

„აუდიტორია 115“-ის გარდა, დარბაზში იმყოფებოდნენ სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქართული მიწა არ იყიდება და ქართული მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაში​გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : აქ გამოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან