მამუკა მდინარაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს,

ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტურად, თითოეულ დეტალში ჩაყოლით გამოიძიოს საქმე და დადგინდეს სიმართლე, დასასჯელი დაისაჯოს, ვიცოდეთ რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს და მეორე მხარეს არიან, სამწუხაროდ, პარტიული ტელევიზიები, რომელთა ინტერესია, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესა და ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ეჭვის შეტანის არც საფუძველი, არც ფაქტი და არც არგუმენტი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ უდიდესი ტრაგედიით სპეკულირება და საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდება, ცუდი საქციელია.

„ერთი მხრივ, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ამის არც ფაქტი არსებობს რაიმე და არც არგუმენტი არსებობს. მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ ვნახეთ, რომ არაერთხელ განიცადა კრახი. რამდენიმე, ვითომ სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანეს და საბოლოოდ ყველა ტყუილი აღმოჩნდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამიტომ, ობიექტურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნდა ვენდოთ, გამოძიებას, თუ არ გაგვაჩნია სუბიექტური ინტერესები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთ ტრაგედიებთან დაკავშირებით მანიპულირება, სპეკულირება, ყალბი ინფორმაციების მიწოდება, ფეიკინფორმაციების მიწოდება თუნდაც იმ დაზღვევით, რომ ვარაუდს გამოვთქვამთ, მაგრამ ცდილობ ნახევარ საზოგადოებას დააჯერო, რომ ვარაუდის ფარგლებში რაღაც ცუდი რაღაც ხდება და თავს იზღვევ, ვითომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევ – ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

banner
წინა სტატიაშიკახა ბექაური : ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა
შემდეგი სტატია“ცხრა აბიტურიენტს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა”