მამუკა მდინარაძე: გიორგი პაპუაშვილის განცხადება არ დადასტურდა

news
ავტ.: news აგვისტო 1, 2016 15:16

მამუკა მდინარაძე: გიორგი პაპუაშვილის განცხადება არ დადასტურდა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განცხადება არ დასტურდება.

“გიორგი პაპუაშვილის განცხადება პრაქტიკულად არ დადასტურდა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა ხუთი მოსამართლის მიერ, რომელმაც დაიწყო სარჩელის გამოცვლაზე საუბარი და როდესაც შემდეგი განცხადებები მოვისმინეთ სხვა სამი მოსამართლის, იქ იყო თავის მართლება და ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გადატანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან საგანგაშო ფაქტი, ყველას ვთხოვ, დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს და რამენაირად მოვახერხოთ პრევენცია, ვეღარავინ მოახერხოს მალულად გამოცვალოს სარჩელები”, – განაცხადა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ პროკურატურამ შუალედური ინფორმაცია გაავრცელა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, ყველა გამოკითხული მოსამართლე მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. რის შედეგადაც მთავარ პროპკურატურაში გამოძიება დაიწყო.

news
ავტ.: news აგვისტო 1, 2016 15:16