მამუკა მდინარაძე : გიდასტურებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ გადადის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს პირველი არხის ინფორმაციას, რომ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელებს.

მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდში ლილუაშვილის შემცვლელზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.

პარლამენტარი გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობას სუს-ში გააგრძელებს
მსგავსი: პარლამენტარი გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობას სუს-ში გააგრძელებს
„დაგიდასტურებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადადის, რომელიც ძალიან კარგი კადრია და ის დაკისრებულ ვალდებულებას თავს ძალიან კარგად გაართმევს.

რაც შეეხება მის შემცვლელს, ამაზე მმართველი გუნდის შიგნით მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, აღნიშნულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს და სამუშაოდ სუს-ში გადადის
შემდეგი სტატიაპარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება