მამუკა მდინარაძე – ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს – წინა შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები მოიგეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არაადეკვატურია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს.

„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. წინა შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები მოიგეს. როდესაც ისინი ამბობენ, „ჩვენ მოვიგეთ არჩევნები“, ამას კომენტარიც აღარ სჭირდება. აქ უკვე ნათელია, რამდენად არაადეკვატურები არიან მოვლენების მიმართ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის რა ხარისხის მცდელობა აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე… დარღვევა იყო – ეს ფაქტია
შემდეგი სტატიაშსს მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს