მამუკა მდინარაძე – ერთ მხარეს არის დესტრუქციული მეხუთე კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, მეორე მხარეს, ხელისუფლება, შსს მინისტრი და პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს

საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 11 ივლისის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, გიორგი გახარიას გამოჩენა ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან დეპუტატის თქმით, არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე.

„ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება“ პოლიციელის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო.

„აუცილებელია, გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ და სხეულის დაზიანების ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა, არ იყო, რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა – დიდი ბრიტანეთის საელჩოს განმარტება
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – გიორგი გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი, ბევრს არ მოეწონებოდა, მაგრამ სიმართლე მწარეა