მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას – პროკურატურაში როცა ვახერხებდი შესვლას, იქ მხვდებოდი და მე მქონდა კიდე დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს. ეკა ბესელიამ და მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. ურთიერთკამათისას სუბიექტურ ინტერესებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის რეპლიკა ეკა ბესელიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ მდინარაძეს თავად აქვს ოჯახური ბიზნესი სასამართლოში.

ამის პასუხად მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს. მისი თქმით, როდესაც პროკურატურაში შედიოდა, იქ ეკა ბესელია ხვდებოდა და ამის ფონზე არ შეიძლება საუბარი, რომ მას ჰქონდა დალაგებული რამე სახის ურთიერთობა.

„რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ? სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ და რომ აღელდებით, ე.ი. ცოტა გტკივათ ეს სიმართლე. რაც არ მოგეწონებათ, სიტყვა შემაწყვეტინეთ“, – მიმართა ბესელიას მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიის ქალაქში სროლის შემდეგ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური რეჟიმი შემოიღეს
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში პოზიტიურად აფასებს შსს ახალ კანონპროექტს