27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

მამუკა მდინარაძე: ცოდვა გამხელილი ჯობია, წლების განმავლობაში რაღაცებს ვერ ვახერხებდით

“ცოდვა გამხელილი ჯობია, წლების განმავლობაში რაღაცებს ვერ ვახერხებდით ისე, როგორც დღეს შეგვიძლია. ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს”,- ამბობს მამუკა მდინარაძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.

გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”.

ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა: ასეთი ფაქტების შესახებ რიგითი მოქალაქეები შემთხვევით, კადრების გაჟონვის შემდეგ არ უნდა ვიგებდეთ
შემდეგი სტატიაშაბათის მარშზე ხმაური იყო