მამუკა მდინარაძე: ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის ვიდეო არის დადასტურებულად „ფეიკი“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვიდეო, რომელიც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-ზე გაავრცელა, არის დადასტურებულად „ფეიკი“.

მისივე თქმით, ძალიან მალე ეს დოკუმენტურადაც დადასტურდება.

„ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის დადასტურებულად „ფეიკი“. პირველ ვიდეოში რომ ჩარჩო ტრიალებს, ის არ გამოგრჩეთ – შეიძლება ეს თქვენთვის არასასურველი ინფორმაცია იყოს. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, როცა უკვე დოკუმენტურად დადასტურდება. „ფორმულა“ ბრძანებს, რომ ასეთი ხარისხის ვიდეოს დამონტაჟება შეუძლებელია – პირიქით, ეს „დიფ ფეიკის“ ეპოქაა. თქვენ ისე გინდათ, გაამართლოთ მიხეილ სააკაშვილის „ფეიკი“, რომ ამაზე ამბობთ, შეუძლებელიაო. თქვენ რომ ამის გჯერათ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ არ გჯერათ და ისე აკეთებთ, ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა იმიტომ, რომ ამას თაღლითობა ჰქვია“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასცა დავალება, ტელეფონით ისაუბრონ, რომ სააკაშვილი საქართველოშია
შემდეგი სტატია„ვინც უყურებს ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს მშვიდობიანად დავუსვათ წერტილი“ – გიგა ბოკერია