მამუკა მდინარაძე: “ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით”

მმართველი უმრავლესობა “ევროპული საქართველოს” ინიციატივას არ იზიარებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ვერ მიიღებს მსგავს შემოთავაზებას და ისინი არ აპირებენ ”ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით” სიარულს.

”კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და მიღებული. თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ რეალურად პროგრესული და კარგი კონსტიტუცია, უნდა ვიმოქმედოთ ამ წესის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ განცხადების ავტორების წინადადებას. გარდა ამისა, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ის ვერ ერკვევა საერთო სახალხო განხილვების არსში. როდესაც ისინი მსგავსი პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ, ჩვენი პასუხი იქნება უარყოფითი. ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიანარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა გადაიდო – “ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა